ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი ბათუმში

12 ივნ 2026

ბათუმის დრამატული თეატრში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართა.  90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე ლეგენდარული მომღერალი მაყურებლის წინაშე ეკა მამალაძესთან, ნატალია ქუთათელაძესთან, სოფო ხალვაშთან, ანსამბლ "შვიდკაცასთან" და  ბათუმის სახელმწიფო კაპელასთან ერთად წარსდგა.  

კონცერტს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. შესრულდა ნანი ბრეგვაძის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული და სპეციალურად მისთვის დაწერილი ნაწარმოებები.  

კონცერტი ბათუმში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც  საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.