10 ივნ 2026
გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისთვის ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.