30 მაი 2026
მარიკა კვალიაშვილის შემოქმედებით საღამოს ბათუმმა უმასპინძლა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე შესრულდა კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოებები. მსმენელის წინაშე ქართველი შემსრულებლები წარსდგნენ. საღამო საიუბილეო თარიღს მიეძღვნა, მარიკა კვალიაშვილს წელს 90 წელი უსრულდება. იგი ათეულობით ცნობილი სიმღერისა და კომპოზიციის ავტორია. შემოქმედებითი საღამო გაიმართა პროექტ „ბათუმი- საქართველოს კულტურის დედაქალაქის“ ფარგლებში.