26 მაი 2026
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტური ფესტივალი, „მოგზაურობა მუსიკის სამყაროში დასრულდა. ფესტივალი უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. დასკვნითი კონცერტი იაპონურ მუსიკას მიეძღვნა.
საღამოს კონცეფცია განსხვავებული იყო როგორც თემატიკით, ისე ატმოსფეროთი — წარმოდგენილი იყო იაპონური მუსიკალური კულტურის ელემენტები და მუსიკალური ინტერპრეტაციები, რომლებმაც მსმენელს განსხვავებული კულტურული გამოცდილება შესთავაზა.
სტუდენტური ფესტივალის იდეის ავტორები და ხელმძღვანელები იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტები ამანდა სურმანიძე და მეგი ბაჯელიძე.