სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

23 მაი 2026

საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სუს-ის თანამშრომელი ხაშურში საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს ქ. ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე, საკუთარ ავტომანქანაში თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.