ბათუმში პოლიციამ ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

23 მაი 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.