„აფხაზეთობა 2026" - საგუნდო მუსიკის საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 

21 მაი 2026

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „აფხაზეთი 2026“-ის კვირეულის ფარგლებში საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა მონაწილეობდნენ. 

შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკის ნაწარმოებები. ასევე საეკლესიო საგალობლები.

ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუსიკალური საღამო საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.