სპორტის მინისტრი ფილმის „დიდი გუნდი" პრეზენტაციას დაესწრო

13 მაი 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით გადაღებული ფილმის - „დიდი გუნდი" პრეზენტაციას დაესწრო.  

ფილმი თბილისის „დინამოს" თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 45 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ფილმი 1981 წლის 13 მაისამდე განვლილ გზას, მოწინააღმდეგე კლუბების ფეხბურთელების მოგონებებსა და ქართული კლუბის შესახებ მათ შეფასებებს აერთიანებს.

„დიდი გუნდი" სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, გიგა გვენცაძის, ავტორობით არის შექმნილი.