დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა

13 მაი 2026

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა. იგი ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს შეხვდება.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ჩინეთის პრეზიდენტისადმი მისი პირველი თხოვნა ამერიკული ბიზნესებისთვის ჩინეთის „გახსნა“ იქნება.

„მე ვთხოვ პრეზიდენტ სი ძინპინს, გამორჩეულ ლიდერს, რომ „გახსნას“ ჩინეთი, რათა ამ ბრწყინვალე ადამიანებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოყენება და დაეხმარონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, კიდევ უფრო, მაღალ დონეზე განვითარებაში. არასდროს მინახავს და არც მსმენია რაიმე იდეა, რომელიც უფრო სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნებისთვის!“ – წერს ტრამპი.

ტრამპთან ერთად ჩინეთში გაემგზავრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ასევე, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და მილიარდერი და პლატფორმა „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი.