ფოთის რკინიგზის სადგურზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრი საწვავის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

12 მაი 2026

დააკავეს პირი, რომელიც  ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი, ბრალდებულის სახით დააკავა და ნაქურდალი საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე  მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.

 

პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი, ბრალდებულის სახით დააკავა და ნაქურდალი საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

სამართალდამცველების მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.