12 მაი 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საზღვარგარეთიდან 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადახდილი 374 000 აშშ დოლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.
"პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი - ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.