11 მაი 2026
,,საუკეთესო გზა დიალოგია და არა სანქციები” ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური გზავნილი , რომელიც დღეს სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა.
რიხარდ რაშიმ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სლოვაკეთი საქართველოს მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე და რომ მზადაა თავისი ქვეყნის, ევროკავშირში გაწევრიანების 22 წლიანი გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს.
სწორედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა დღეს ხაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა რომ საქართველო ევროკავშირთან გადავიდეს დიალოგის ეტაპზე და შეწყდეს ბრიუსელიდან კონფრონტაცოული ტონი.