ზურაბ პატარაძე მიტროპოლიტ შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს

11 მაი 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს საპატრიარქო ტახტზე არჩევას ულოცავს.

ზურაბ პატარაძე მის უწმინდესობას უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე გზაზე, ღვთის შეწევნას, მხნეობას, სიბრძნესა და სიმტკიცეს უსურვებს. 

"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს ვულოცავ საპატრიარქო ტახტზე ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მეუფე შიოს არჩევას!

ამ უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე გზაზე, მის უწმინდესობას ვუსურვებ მხნეობას, სიბრძნეს, სიმტკიცესა და ღვთის შეწევნას. 

დარწმუნებული ვარ, მისი სულიერი წინამძღოლობა იქნება ჩვენი საზოგადოების ერთიანობის, მშვიდობის, ეროვნული ღირებულებებისა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცების საფუძველი.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ქართული ეკლესია",- აღნიშნავს ზურაბ პატარაძე.