11 მაი 2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებმა პროგრამა უკვე წარადგინეს. კენჭისყრაში სინოდის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას.
„კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული. ამ ეტაპისთვის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და მათი ხედვა, მათი პროგრამა თქვეს. ახლა დაიწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც უკვე დელეგატები იტყვიან სიტყვას და ამის მერე დაიწყება კენჭისყრა. სამი დელეგატი იტყვის სიტყვას. კენჭისყრა იქნება პირდაპირ ეთერში“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, რომელზეც ქვეყნის ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. კრებას თავმჯდომარეობს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.
გაფართოებულ კრებას სამების ტაძარში 1 200-მდე პირი ესწრება, ხმის მიცემის უფლება 39 ეპისკოპოსს აქვს.