11 მაი 2026
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეები შეუფერხებლად შეძლებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში შესვლას.
მათივე ცნობით, ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საზოგადოება შეძლებს, თვალი ადევნოს კრების მუშაობას.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
კრება 13:00 საათზე დაიწყება.