ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში - დაშავებულია 5 ადამიანი

10 მაი 2026

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში - ერთი ავტომობილი 9 გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. 

დაშავებული ხუთი ადამიანი სასწრაფო-სამედიცნო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.