ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება

10 მაი 2026

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება. სამების საკათედრო ტაძარში სამზადისი უკვე დაწყებულია, ტაძარში 2000-მდე პირი მოიყრის თავს. სწორედ ამ კრებაზე უნდა აირჩიონ სინოდის წევრებმა საქართველოს რიგით 142-ე პატრიარქი.

მღვდელმთავრებს არჩევანის გაკეთება სამი კანდიდატიდან ერთზე მოუწევთ: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო; მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. გაფართოებული კრება, სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება. მანამდე საკვირაო წირვა-ლოცვა ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ მღვდელმთავრები.