09 მაი 2026
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ფოლკლორული ოპერა - „ დაკარგული გზების სიზმარი“ გაიმართა. სპექტაკლი ფოკლორულ თემებსა და ეთნოგრაფიულ მოტივებზეა დაფუძნებული, რომელიც თანამედროვე მუსიკასთან სინთეზშია და თეატრალიზებული და ქორეოგრაფიული ელემენტების გაერთიანებას წარმოადგენს. იდეის ავტორი და რეჟისორი ვლადისლავ ტროიცკია. ოპერაში მონაწილეობას ბათუმის მუსიკალური თეატრის სოლისტები და გუნდის მსახიობები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ მუსიკალურმა თეატრმა ბითლზების მუსიკის ქავერული შესრულების შემდეგ სრულიად განსხვავებული ვერსია წარმოადგინეს, რამაც მაყურებლისა და მუსიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.