30 აპრ 2026
ხანძარი იყო ზურაბ გორგილაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე.
დაიწვა ერთი ბინა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, აალება თხევადი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურის მობილური ჯგუფები. ხანძრის ჩაქრობა და მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახური დაითვლის ზარალს და შეისწავლის დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც შესაბამისი დახმარება გაეწევათ.