თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის შეხვედრაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა

26 აპრ 2026

რამდენიმე საათის წინ, ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა - თავდამსხმელი დაკავებულია.
 
აშშ-ს პრეზიდენტი, პირველ ლედ, მელანია ტრამპთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიურ ვახშამს ესწრებოდა.
 
ტრამპი მეუღლესთან ერთად, მალევე, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, სროლა სასტუმროს მთავარ შესასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების ზონასთან მოხდა.
 
ეჭვმიტანილი დარბაზში ირაღით შეჭრას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.