სარწყავი  სისტემის პრობლემები ქედაში

29 მაი 2017


ქედა, სოფელ ვაიოში სარწყავი სისტემის არარსებობას უჩივიან. ამბობენ, რომ შარშან, გვალვის შედეგად, მოსავალი გაუნახევრდათ – ამის მიზეზი კი, სოფელში სარწყავად გამოსაყენებელი წყლის სიმცირეა.

ვაიოელებს წელსაც იგივე ვითარებაში მოუხდებათ მოსავლის მოყვანა, რადგან პასუხისმგებელი სამსახური ამ სოფელში სარწყავი სისტემის მოწყობას, მხოლოდ მომავლისთვის გეგმავს.