04 აპრ 2026
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და გამგეობის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ.
Შეხვედრა რეგიონული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას დაიწყო.
Პირველი შეხვედრა აჭარაში შედგა. Შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
Რეგიონული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, სტუმრის სტატუსით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.