15 იან 2026
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.
მოთხოვნებს შორისაა შესაბამისი პლატფორმებიდან საქართველოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება.
ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „კამიტის“ თითქოსდა გამოყენების შესახებ ბრალდება არის ცრუ, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური.
პაპუაშვილმა საჩივრის დასაბუთებაზე ისაუბრა.