საქართველოს პრეზიდენტი თელავში ბატონის ციხის კომპლექსში

31 ოქტ 2025

პრეზიდენტი   თელავში  ბატონის ციხის კომპლექსსაც    ესტუმრა.   მიხეილ ყაველაშვილმა საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია-ეთნოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების დარბაზები დაათვალიერა. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს გაეცნო.  პრეზიდენტთან ერთად, ბატონის ციხის კომპლექსში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დეპუტატები და  თელავის  მერი იმყოფებოდნენ.