კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ - შემაჯამებელი ღონისძიება

31 ოქტ 2025

საქართველოს პარლამენტში გაიმართა „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება — „ერთად ჯანმრთელი მომავლისთვის“, რომელიც ეძღვნება ძუძუს კიბოს პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირების გაძლიერებას, პრევენციული მედიცინის ხელშეწყობასა და სკრინინგის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის ხაზგასმას.