ზუგდიდის დრამატული თეატრის გასტროლი ბათუმში

28 მარ 2026

ბათუმში საგასტროლოდ მყოფმა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი რეჟისორ გიორგი კაშიას პირველი ნამუშევარია სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე. დავით კლდიაშვილის კლასიკური პიესა გადმოტანილია თანამედროვე ეპოქაში. სპექტაკლმა მნახველთა მოწონება დაიმსახურა.