27 მარ 2026
საკრებულოს მორიგი სხდომა ქედაში - დეპუტატებმა ბიუჯეტის შესრულების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის ანგარიში მოისმინეს.
გასულ წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 33 მილიონ 205 ათას 114 ლარი იყო. აქედან მერიის ინფორმაციით 94 პროცენტის ათვისება მოხდა. წელს კი ბიუჯეტი 33 მილიონი ლარით განისაზღვრა.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა საკრებულოს თავმჯდომარემაც.