აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათის ფორმატში

26 მარ 2026

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათის ფორმატში სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

მისი განცხადებით, 2025 წელს ბიუჯეტი თითქმის სრულად, 99%-ით შესრულდა, ხოლო  მიმდინარე წელს -  8%-ით გაიზარდა და 87 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტრო ახორციელებს 38 პროგრამას, რომლითაც 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.