აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

26 მარ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული უ.ი. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.