ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ - სულხან თამაზაშვილი

25 მარ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.

წელს ეს დღე განსაკუთრებული სევდითაა დამძიმებული - ჩვენ გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

1917 წლის 25 მარტს ქართველმა ერმა დაიბრუნა ისტორიული ავტოკეფალია, ხოლო მისი განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა უწმინდესობამ.

ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.

ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ის ერთობა და ღირებულებები, რომლებიც ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა", - აღნიშნავს სულხან თამაზაშვილი.