22 მარ 2026
ილია მეორე იყო ყველგან, სადაც ქართველ ხალხს სჭირდებოდა...
მისი მსახურებისთვის გამონაკლისი არც აჭარა ყოფილა - ადგილი საიდანაც სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო და რომელთანაც განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა.
ხულოში დღემდე ახსოვთ 1989 წელი - როცა ისტორიული სხალთის ხეობაში განვითარებულ ტრაგედიას 23 ადამიანი ემსხვერპლა.
უმძიმესი დღეების დროს, პატრიარქის ჩასვლა მხოლოდ მხარდაჭერა არ იყო - ის გახდა სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ სულიერი მამა შვილებს განსაცდელში მარტო არ ტოვებს.