ქობულეთის მერია პატრიარქის პანაშვიდზე გამგზავრების მსურველებს უფასოდ მოემსახურება

19 მარ 2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდზე დასასწრებად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს.

მერიის ინფორმაციით, პანაშვიდზე გამგზავრების მსურველთათვის ტრანსპორტი 21 მარტს, 05:00 საათზე გავა. შეკრების ადგილი ქალაქ ქობულეთში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაა. მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. ჩასაწერად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 551 680 308.

ამასთან, 21 და 22 მარტს პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს უფასო გადაყვანას უზრუნველყოფს ასევე საქართველოს რკინიგზა, როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით.