21 მარ 2026
ასობით მოქალაქე გაემგზავრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქისკენ, რათა უკანასკნელ გზაზე გააცილოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ტრანსპორტირებას ბათუმის, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
მსურველების ნაწილი დედაქალაქში წუხელ გვიან ღამით, ნაწილი კი დღეს დილით გაემგზავრა.
ამბობენ, რომ მათი ვალია, პატივი მიაგონ ადამიანს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სულიერ გაძლიერებაში.