19 მარ 2026
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს მთელ საქართველოს და საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს წერილით მიმართავს.
როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, საომარი კრიზისი გამო, იერუსალიმის პატრიარქი თავად ვერ ახერხებს დაკრძალვის ცერემონიაზე ჩამოსვლას და თავის წარმომადგენელს, მეუფე ნექტარიოსს გამოგზავნის.
„გულით ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს ეკლესიას უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. იგი იყო სარწმუნოების, სათნოების, განათლებისა და ქრისტეს მიერ ურყევი მოწამეობის მაგალითი. ეკლესია გლოვობს ადამიანურად, მაგრამ ხარობს სულიერად აღდგომის იმედით. ჩვენი საყვარელი ძმა, რომელმაც უფალთან განისვენა, იყო ღვთის საიდუმლოთა ერთგული განმგებელი და იქცა თავისი ერის ერთიანობის სიმბოლოდ. იგი სიბრძნით, სიმშვიდითა და მამობრივი მზრუნველობით ემსახურებოდა მასზე მინდობილ ეკლესიას და იქცა მწყემსის ნიმუშად. მისი ღვაწლი ყოველთვის დარჩება ნათელი და წარუვალი მაგალითი ჩვენი რწმენის, ლოცვისა და ღვთისმოშიშებისათვის.
ჩვენი საპატრიარქო სულიერი თანაგრძნობით ვუერთდებით საქართველოს ეკლესიის სამოციქულო მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ვთხოვთ თქვენს უწმინდესობას, წმინდა სინოდის ღირსეულ წევრებს და საქართველოს ეკლესიის ღვთისმოსავ ერს, მიიღონ ჩვენი პატრიარქალური ლოცვები წმინდა ქალაქ იერუსალიმში, მარტის თვეში“, - აღნიშნულია წერილში