19 მარ 2026
დღეს, 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ - ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
სამების ტაძარში კი, სადაც პატრიარქი გუშინ გადაასვენეს, 24 საათის განმავლობაში მოქალაქეთა რიგი არ წყდება.