18 მარ 2026
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ილია მეორის გარდაცვალების გამო „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა. ინფორმაცია ამის შესახებ მუნიციპალიტეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და გაცნობებთ, რომ „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია“, - წერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.