18 მარ 2026
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პატრიარქის გარდაცვალება უმძიმესი დანაკლისია როგორც ქართული ეკლესიისა და ქვეყნისთვის, ისე სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს არის უმძიმესი დანაკლისი არა მხოლოდ ქართული ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
მისი უწმინდესობა ათწლეულების განმავლობაში სიბრძნით, სიყვარულითა და უდიდესი პასუხისმგებლობით წინ მიუძღოდა და აძლიერებდა ერს, გვინერგავდა სარწმუნოების, ტრადიციებისა და სამშობლოს სიყვარულის ფასეულობებს. მისი გარდაცვალება მნიშვნელოვანი ეპოქის დასასრულია, რომლის სულიერი მემკვიდრეობა მომავალ თაობებსაც გაუნათებს გზას.
ვუსამძიმრებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებას და ყველა მორწმუნეს ამ უდიდეს ტკივილს", - აღნიშნავს გიორგი ცინცაძე