18 მარ 2026
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელ X-ში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი საყრდენი და სინდისი - თაობების გზამკვლევი, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო.
„დღეს მთელი საქართველო ქედს იხრის მწუხარების ნიშნად. მისი უწმინდესობა, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და სინდისი - თაობების გზამკვლევი, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო“, - წერს ბოჭორიშვილი.