ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას - აშშ-ს საელჩო

18 მარ 2026

აშშ-ის საელჩო საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარს აქვეყნებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტში.