18 მარ 2026
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო, ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს.
საქართველოში იაპონიის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვებს სახელმწიფო დროშას“, – წერს საელჩო.
საქართველოში ავსტრიის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ“, – აღნიშნულია ავსტრიის საელჩოს სამძიმარში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, - აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. საელჩო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.
ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში თურქეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.
ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს სამძიმრის წერილში.
ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხსა და ყველა ჩემს ქართველ მეგობარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მარადიული იყოს მისი ხსოვნა! ბოლოს მასთან შეხვედრის პატივი 2023 წლის 6 დეკემბერს მქონდა“, – წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.
სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.
„დიდი მწუხარებით მივიღე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების ამბავი — სულიერი ლიდერი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი არქიტექტორი. მისი სახელი დარჩება საქართველოს ისტორიასა და ირან-საქართველოს მეგობრობაში. სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს“, – წერს სეიედ ალი მოჯანი.
საქართველოში პოლონეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.
„თბილისში პოლონეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქართველ ერს მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ. დაე, მისმა უწმინდესობამ მშვიდად განისვენოს“, – აღნიშნულია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში შვედეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი.
ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“, – წერს შვედეთის საელჩო.
ვატიკანის ყოფილი ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას.
"ღრმა სამძიმარს ვუცხადებ და ჩემს ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს. 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია", – წერს მთავარეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატუს ბუსოვსკი სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“, - აცხადებს ელჩი.
საქართველოში იტალიის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელად ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
„მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 2011 წელს მისი უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეტთან მისი შეხვედრა განსაკუთრებული მოვლენა იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. დღეს, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.