მცირედი უკეთესობა შეინიშნება და დამაიმედებელია - მეუფე შიო პატრიარქზე

17 მარ 2026

როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა. ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას , - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე შიო მუჯირმა აღნიშნა, ღამის საათებში თურქეთიდან რეანიმატოლოგი ჩამოვა, რომელიც პატრიარქის მდგომარეობას შეაფასებს.

"თურქეთიდან ველოდებით ღამის პირველი საათისთვის სპეციალისტს, რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული და ელოდებიან როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის, წნევის პარამეტრები და სხვა იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მკურნალობა.
როგორც ვიცით, მცირედი უკეთესობა შეინიშნება და დამაიმედებელია. მთავარია, რომ ვილოცოთ ყველამ, მთელმა საქართველომ, მრევლმა, ხალხმა, მისი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა მეუფე შიომ.