15 მარ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირადღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებბს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, ერთ-ერთი კომპანიის ბალანსზე არსებულ ვულკანური წიდის საფქვავ დანადგარს. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კომპანიას 115 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.
უწყების ცნობით, საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ძვირადღირებული დანადგარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.