ბათუმის მერიამ სტიპენდიების მსურველთათვის განაცხადების მიღება დაიწყო

11 მარ 2026

ბათუმის მერიამ ლუკა ასათიანისა და ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდიების მსურველთათვის განაცხადების მიღება დაიწყო.

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს, ხოლო ტბელ აბუსერიძის კონკურსში - ბათუმში რეგისტრირებულ, უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს.

განცხადებების მიღება გაგრძელდება 31 მარტის ჩათვლით. კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.