გვინდა, ირანში ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას ომში არ წაიყვანს - ტრამპი

08 მარ 2026

გვინდა, ირანში ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას ომში არ წაიყვანს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპი ამბობს, არ სურს, რომ ყოველ 10 წელიწადში იქ დაბრუნდეს.

„ჩვენ არ გვინდა, ხუთ ან ათ წელიწადში ერთხელ დაბრუნება და ამის გაკეთება. ჩვენ გვინდა, ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას ომში არ წაიყვანს“, – განაცხადა ტრამპმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ექსპერტთა ასამბლეა, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათში აირჩევს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი უზენაესი ლიდერი 88 სასულიერო პირისგან შემდგარმა ექსპერტთა ასამბლეამ უნდა აირჩიოს.