აშშ-თან მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი, თუმცა გარკვეული ფუნდამენტური საკითხები მოუგვარებელია - ირანის პარლამენტის სპიკერი

19 აპრ 2026

შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი, თუმცა მრავალი ხარვეზია და გარკვეული ფუნდამენტური საკითხები მოუგვარებელია, - ამის შესახეებ ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადბს.

აშშ-ირანს შორის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებლის თქმით, ფინალურ დისკუსიამდე ჯერ კიდევ შორია.

„არსებობს საკითხები, რომლებსაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, მათაც აქვთ წითელი ხაზები, მაგრამ ეს საკითხები სულ ერთი-ორია.

 

თუ სრუტე აქ არის და ჩვენც აქ ვიმყოფებით, ყველას, ვისაც გავლა სურს, უნდა გაიაროს, ჩვენ გარდა? ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ბუნებრივია, მე ვუთხარი, რომ თუ ისინი არ მოხსნიან ბლოკადას, სრუტეზე მიმოსვლა შეზღუდული დარჩება. ვუთხარი ამერიკულ დელეგაციას, ჩვენ ამ საზღვარზე ვართ, თუ ახლოს მოხვალთ, ჩვენ აუცილებლად დაგარტყამთ“, – აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.