08 მარ 2026
ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში, ირანის ნავთობის საცავები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მედიაში ვრცელდება ძლიერი აფეთქებების კადრები.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ობიექტებიდან საწვავს ირანის სამხედრო სტრუქტურებს აწვდიდნენ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს „მნიშვნელოვანი დარტყმაა“, რომელიც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დაზიანების გაღრმავებისკენ გადადგმული დამატებითი ნაბიჯია.