07 მარ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ჰ.გ., 1998 წელს დაბადებული ბ.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტრაილერში დამალვის გზით, სასაზღვრო-გამტარი პუნქტის, „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.