06 მარ 2026
აჭარაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური მხარდაჭერა გრძელდება. მხოლოდ წელს დახმარებას აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 256 ოჯახი მიიღებს.
საუბარია ოჯახებზე, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობებით დაზიანებების გამოსწორებას ვერ ახერხებენ.
დახმარება რეგიონში სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მოიცავს, საკითხი დღეს აჭარის მთავრობის შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.