საქართველოს ელჩისა და ორდუს გუბერნატორის შეხვედრა

04 მარ 2026

სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს დღევანდელ შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა და ქალაქ ორდუს გუბერნატორმა. 

არჩილ კალანდია შავი ზღვის რეგიონში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ორდუ  თურქეთის შავი ზღვის სანაპირო ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან ქალაქია და მნიშვნელოვანია ისიც რომ ამ რეგიონში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეთნიკური ქართველია.

სწორედ ამას გაუსვეს ხაზი დღეს როგორც ორდუს გუბერნატორმა ისე ქალაქის მერმა. არჩილ კალანდია გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ უკვე ქალაქის მერს ეწვია, სადაც ასევე ორმხრივ თანამშრომლობასა და მეზობელი ქვეყნების საერთო ინტერესებზე ისაუბრეს, როგორც მშვიდობის ისე ინვესტიციებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით.

თურქეთში საქართველოს ელჩთან ერთად იმყოფება ასევე ტრაპინში საქართველოს გენერალური კონსული და დელეგაციის სხვა წევრები. ორდუმდე მათ შეხვედრა ჰქონდათ ფაცას მერთან და ასევე მოინახულეს ფაცას  ქართული კულტურის ცენტრი,სადაც ეთნიკურ ქართველებს, ჩვენებურებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ელჩი გაეცნო მათ მოთხოვნებს და ასევე თავად გააცნო ის პროექტები, რომლითაც საქართველო დიასპორებს დაეხმარება.