03 მარ 2026
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე მუსკატი -თბილისის მიმართულებით ფრენა შესრულდება - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამავე მიმართულებით სპეც-რეისი შესრულდება 5 მარტს. ასევე 4 მარტს ადგილობრივი დროით რიადი-თბილისის მიმართულებით 19 საათისვთის არის ფრენა დაგეგმილი.